Thursday, 1 April 2010

Jesus Christ - Superstar



     
 

დარწმუნებული ვარ  ყველას ნანახი გაქვთ მიუზიკლი -  " იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავი". ეს არის როკ ოპერა , რომელიც ეფუძნება იესოსა და იუდა ისკარიოტელის კონფლიქტს პოლიტიკურ და ინტერპერსონალურ საკითხებში,  დაპირისპირება  რომელიც ბიბლიაში არ არის აღწერილი .

    სიუჟეტი ძალზედ საინტერესოა. ფილმის შინაარსის თხრობას არ დავიწყებ, მაგრამ  მინდა ავღნიშნო ერთი საინტერესო დეტალი, ფილმის დასაწყისში ნაჩვენებია მსახიობების მზადება ფილმის გადაღებისათვის , სადაც ნათლად ჩანს ყოველი მათგანი , ბოლო სცენაში კი იესოს როლის შემსრულებელი გაუჩინარებულია.

     იესოს მოღვაწეობა განსხვავდება ბიბლიაში აღწერილისაგან : ახალი აღთქმის მიხედვით , იესო განკაცებული ღმერთია , რომელიც მოევლინა ქვეყინერებას და სიკვდილის შემდეგ აღსდგა . ფილმში იესო ადამიანია (და არა ღმერთი) , რომელიც

სიკვდილის შემდეგ არ აღსდგება.  ფილმში დიდი ყურადღება იუდაზეა გამახვილებულია , იგი წარმოდგენილია ტრაგიკულ პერსონად, რომელიც უკმაყოფილოა იესოს შეხედულებებით მომავლის დაგეგმვაზე. იუდას ეშინია რომ იესო დაღუპავს ებრაელ ხალხს.

   1973 წელს გადაღებული ფილმი ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე. იგი გაკრიტიკებულ იქნა , სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების მიერ. საერთო ჯამში მიუზიკლი საკმაოდ დადებითად იქნა მიღებული.

    ძალიან მიყვარს ეს ფილმი , ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ გადახვევის გარეშე .ჩემის აზრით,  საუკეთესოა  იუდასა და მარიამ მაგდალინელის არიები. ყველაზე შემზარავი კი ჯვარზე გაკვრის სცენაა.

   

5 comments:

Nika said...

miyvars es filmi

ტაშტი said...

როგორც ფილმი კარგი ფილმია მაგრამ ვთვლი რომ რელიგიურად ცოტა უხერხული საყურებელია ;(

Ilya said...

martali gitxra musikaluri tvalsazrisit momwons es filmi ... religiur mxares naklebad vaqcev yuradgebas ( am filmshi raga tqma unda :) )

Know-it-aLL! said...

One of the bes musicals ever ! : )

Ikagotso said...

arc gamchenia survili amis yurebis samcuxarod tu sabednierod da vtvli rom bevri ar damikargavs... maybe I'm wrong :)

Post a Comment