,,ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი ? “
ნიჭიერი რომ იწყებოდა ძალიან დადებითად ვიყავი განწყობილი , რატომღაც დარწმუნებული ვიყავი საკმაოდ კარგი გამოვიდოდა , მაგრამ იმედები გამიცრუვდა , სახტად დავრჩი როდესაც ირაკლი ძამუკაშვილი გამოვიდა და იმის მოლოდინში რომ 3 არას დაიმსახურებდა , მეორე ტურში აღმოჩნდა , მეორე ტურიდან კი ნახევარ ფინალში მისი აწ უკვე ჰიტად ქცეული სიმღერით , გულნაზი გოლეთიანისა და მარიამ კახელიშვილის გვერდზე.

სანამ თემის წერას დავიწყებდი youtube –ზე შევედი და კიდევ ერთხელ მოვუსმინე ბატონი ირაკლის ნამღერს , გავოგნდი ყველაზე მომთხოვნი და მკაცრი ჟიურის წევრის გეგა ფალავანდიშვილის სახის ბედნიერ გამომეტყველებაზე , მაია ასათიანის ცეკვასა და ხალხის ოვაციებზე , იმ ხალხის რომელიც გულნაზი გოლეთიანს ფეხზე წამოუდგა და თვალცრემლიანი უკრავდა ტაშს.
ქართული საზოგადოება რომ დაკნინების გზას ადგას ფაქტია და ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს ჩემი ბლოგის შინაარსს არ შეესაბამება. მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა რომ ისედაც მიწასთანგასწორებულ ქართულ ესტრადას უარესად ნუ გაანადგურებთ , იმის მაგივრად რომ მართლაც ნამდვილ ტალანტებს გავუხსნათ გზა და მივეხმაროთ მათ ქართული ესტრადის აღორძინებაში რას ვაკეთებთ ? დნნ დშნ –ებით ვტვირთავთ მას და უფსკრულისკენ მივაქანებთ სინათლის გავრცელების სიჩქარით.



