
დარწმუნებული ვარ ყველას ნანახი გაქვთ მიუზიკლი - " იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავი". ეს არის როკ ოპერა , რომელიც ეფუძნება იესოსა და იუდა ისკარიოტელის კონფლიქტს პოლიტიკურ და ინტერპერსონალურ საკითხებში, დაპირისპირება რომელიც ბიბლიაში არ არის აღწერილი .
სიუჟეტი ძალზედ საინტერესოა. ფილმის შინაარსის თხრობას არ დავიწყებ, მაგრამ მინდა ავღნიშნო ერთი საინტერესო დეტალი, ფილმის დასაწყისში ნაჩვენებია მსახიობების მზადება ფილმის გადაღებისათვის , სადაც ნათლად ჩანს ყოველი მათგანი , ბოლო სცენაში კი იესოს როლის შემსრულებელი გაუჩინარებულია.
იესოს მოღვაწეობა განსხვავდება ბიბლიაში აღწერილისაგან : ახალი აღთქმის მიხედვით , იესო განკაცებული ღმერთია , რომელიც მოევლინა ქვეყინერებას და სიკვდილის შემდეგ აღსდგა . ფილმში იესო ადამიანია (და არა ღმერთი) , რომელიც
სიკვდილის შემდეგ არ აღსდგება. ფილმში დიდი ყურადღება იუდაზეა გამახვილებულია , იგი წარმოდგენილია ტრაგიკულ პერსონად, რომელიც უკმაყოფილოა იესოს შეხედულებებით მომავლის დაგეგმვაზე. იუდას ეშინია რომ იესო დაღუპავს ებრაელ ხალხს.
1973 წელს გადაღებული ფილმი ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე. იგი გაკრიტიკებულ იქნა , სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების მიერ. საერთო ჯამში მიუზიკლი საკმაოდ დადებითად იქნა მიღებული.
ძალიან მიყვარს ეს ფილმი , ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ გადახვევის გარეშე .ჩემის აზრით, საუკეთესოა იუდასა და მარიამ მაგდალინელის არიები. ყველაზე შემზარავი კი ჯვარზე გაკვრის სცენაა.
5 comments:
miyvars es filmi
როგორც ფილმი კარგი ფილმია მაგრამ ვთვლი რომ რელიგიურად ცოტა უხერხული საყურებელია ;(
martali gitxra musikaluri tvalsazrisit momwons es filmi ... religiur mxares naklebad vaqcev yuradgebas ( am filmshi raga tqma unda :) )
One of the bes musicals ever ! : )
arc gamchenia survili amis yurebis samcuxarod tu sabednierod da vtvli rom bevri ar damikargavs... maybe I'm wrong :)
Post a Comment